საჭირო ინფორმაცია
თანხის დაბრუნების პოლიიტიკა
ჩვენ გთავაზობთ გამჭვირვალე და მარტივ თანხის დაბრუნების წესებს, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
1.პროდუქტი აღარ არის მარაგში:
თუ შეკვეთილი ნივთი შეკვეთის შემდეგ აღმოჩნდება, რომ აღარ არის მარაგში, თანხა დაგიბრუნდებათ სრულად, იმავე ანგარიშზე, რომლითაც შეასრულეთ გადახდა.
2. მიწოდების შეფერხება ან გაუქმება:
თუ ასარჩევ პროცესში ან ტრანსპორტირებისას მოხდება მნიშვნელოვანი შეფერხება, რის გამოც პროდუქტის მიწოდება შეუძლებელი გახდება, თანხა დაგიბრუნდებათ მთლიანად.
3. დაზიანებული ან უხარისხო პროდუქტი:
თუ ნივთი ჩამოვა:
• დაზიანებული,
• დეფექტური,
• ან მნიშვნელოვნად განსხვავებული აღწერილობისგან
მივიღებთ ოფიციალურ დადასტურებას (ფოტო/ვიდეო) და თანხა დაგიბრუნდებათ სრულად.
4. თანხის დაბრუნების ვადა:
თანხის დაბრუნება ხდება 2-3 სამუშაო დღეში, ნივთის მდგომარეობისა და შემთხვევის გადამოწმების შემდეგ.
5. რა არ ექვემდებარება დაბრუნებას:
სტანდარტული სიტუაციაში, როდესაც პროდუქტი არის მოწოდებული წესრიგში და აღწერილობას შეესაბამება, ნივთის დაბრუნება ან თანხის უკან მიღება არ ხდება.
ინფორმაცია გამოწერილ ნივთებზე
ჩვენ გთავაზობთ წინასწარ გამოწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ნივთის დაჯავშნასა და მის მიღებას მითითებულ ვადებში.
1. მიწოდების ვადა:
წინასწარ გამოწერილი პროდუქცია ჩამოდის 14–20 სამუშაო დღეში. ვადა შეიძლება მცირედით იცვლებოდეს საერთაშორისო გადაზიდვის დატვირთვის მიხედვით.
2. ავტომატური შეკვეთა:
ნივთი ავტომატურად იწერება შეკვეთაზე, როგორც კი გადახდა წარმატებით განხორციელდება. დამატებითი ნაბიჯები მომხმარებლისგან არ არის საჭირო.
3. შეკვეთის სტატუსი:
შეკვეთის დადასტურების შემდეგ მიიღებთ შეტყობინებებს სტატუსის ცვლილებებზე — შეკვეთა, გზაშია, ჩამოვიდა.
ინფორმაცია საქართველოში მყოფ ან უკვე ჩამოსულ ნივთებზე
მოცემული ინფორმაცია ვრცელდება საქართველოში არსებულ ნივთებზე, ასევე ეხება იმ ნივთებსაც, რომლებიც მომხმარებელმა გამოიწერა და უკვე ჩამოვიდა.
1. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით:
საქართველოს ფარგლებში არსებულ ყველა ნივთზე — იქნება ეს ადგილობრივი მარაგიდან თუ უკვე ჩამოსული წინასწარი შეკვეთა — შესაძლებელია მიტანის სერვისის არჩევა ნებისმიერ რეგიონში. კურიერი ნივთს გაგიწვდით თქვენს მისამართზე სტანდარტული პირობებით.
2. ადგილზე აღება:
თუ იმყოფებით იმ ქალაქში, სადაც ჩვენი საწყობი/გამოყვანის პუნქტი მდებარეობს, შეგიძლიათ ნივთის ადგილზე აღებაც. ეს ეხება როგორც ადგილზე არსებულ ნივთებს, ისე იმ პროდუქტებს, რომლებიც გამოწერით ჩამოვიდა.
ინფორმაცია პროდუქტების შესახებ
ჩვენი მაღაზიის ყველა პროდუქტი წარმოადგენს 100% ორიგინალ ბრენდს. ნივთები დაფუძნებულია პირდაპირ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან მოწოდებულ ოფიციალურ დისტრიბუციასა და მაღაზიებზე.
ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ თითოეული პროდუქტი არის
• ბრენდის ავთენტური;
• ახალი;
• კატალოგის შესაბამისი
და მოწმდება მიწოდებამდე;